ცნობილი ბერძენი კალათბურთელის პაპა და ბებია – ქართველი კრიმინალების მსხვერპლი

Read Time:44 Second

ატიკის ოლქის უსაფრთხოების სამსახურმა 6 ივნისს ათენის რამდენიმე რაიონში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომელთაც ბინების გაქურდვაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების მსხვერპლთა შორის საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების წევრის, გიორგოს პრინდეზისის პაპა და ბებიაც აღმოჩნდნენ.

ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ყაჩაღობის ორ შემთხვევასა და ცხრა სახლის გაქურდვაში. დაკავებულთა ბინებში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, ოქროულობა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საგნები აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დაკავებულს ანალოგიური დანაშაულისთვის ესპანეთი ეძებს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები დაახლოებით ორი თვის წინათ ათენის აღიო დიმიტრიოს რაიონში საბერძნეთის ნაკრებისა და პირეოსის ოლიმპიაკოსის კალათბურთელის, გიორგოს პრინდეზისის ბებიისა და პაპის კუთვნილ სახლში შეიჭრნენ. მათ ძალის გამოყენებით აიძულეს მოხუცებულები და ოჯახის დახმარე, მათთვის ფული და ძვირფასეულობა მიეცათ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ძარცვისას, რომელიც ხალანდრის რაიონში მოხდა, ოჯახის დამხმარე ქალმა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქე იყო, ბოროტმოქმედებს ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ გაუმხილა, რის გამოც იგი სასტიკად სცემეს. ნაცემი ქალი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილების საქმეს ქალაქ ათენის პროკურატურა იძიებს

www.nostal.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
Next post მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა