ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

Read Time:21 Second

თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

ხმალაძის განმარტებით, კომპანია თბილისის მიკოავტობუსებთან კონტრაქტი გადაიხედება. მისივე თქმით, მიკროავტობუსები გახდება ძირითად ტრანსპორტთან — მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა.

“ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად ანახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ, უმოკლეს დროში მოხდეს განახლება”, — თქვა ხმალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ შეუძლია 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა. ინსტრუქცია
Next post თბილისის გრან პრი – ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია