შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ

Read Time:42 Second

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, პრობლემაა არის არა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად ასცდნენ როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს.

„ეს არის საერთო ჯამში ის, რაც უნდოდათ, რომ გაეკეთებინათ საკუთარი ქვეყნისთვის და დაემართათ საკუთარ პარტიაში. ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც აქვთ. მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, ვის აირჩევენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა არის არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ არის იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილი არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს. ასე რომ, საერთო ჯამში, ეს არის პრობლემა. ვიდრე ამ პრობლემას არ გადაწყვეტენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაჩო დოლიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. წინასწარ ამ საკითხით სპეკულირება არ მინდა. არც არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ნამდვილად არ იქნება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა