ბაჩო დოლიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. წინასწარ ამ საკითხით სპეკულირება არ მინდა. არც არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ნამდვილად არ იქნება

Read Time:30 Second

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ ისაუბრა.

„თუ დავინახეთ, რომ მოსამართლემ გადაწყვიტა და აი, ასე, არავითარი ფაქტი არ გაითვალისწინა, სამედიცინო დასკვნები და ჩვეულებრივ სასიკვდილოდ გაწიროს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ შევეგუებით. პირდაპირ ვამბობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. წინასწარ ამ საკითხით სპეკულირება არ მინდა. არც არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ნამდვილად არ იქნება. ამას პირდაპირ ვამბობთ, – განაცხადა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს
Next post შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ