შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში

Read Time:1 Minute, 34 Second

ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები.

„ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებში, რომელმაც შექმნა კარგი საფუძველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ამავე დროს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები. როგორც იცით რამდენიმე დღის წინ საპარალამენტო ოპოზიციის წევრებთან პარლამენტში დავაინიცირეთ საარჩევნო რეფორმის პაკეტი, რომელიც უცხოელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.

„კერძოდ პროექტში უკვე გათვალისწინებულია ცესკო-ს, საოლქო კომისიის პარტიულ ნაწილად დაბალანსებულად დაკომპლექტება: 1 პარტია – 1 წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვები, საარჩევნო უბნიდან 100-მედრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალული იქნება შეკრება და ამომრჩევლების აღრიცხვა, უბნის გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, საჩივრების წარდგენის ვადის გაზრდა, ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანის შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების და ასევე უმოქმედობის, მაგალითად სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. დამატებით ის საკითხები, რომლებიც არ არის ეუთო/ოდირის დასკვნაში, ჩვენ ვზრდით საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს, ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10 პროცენტის ავტომატურად გადათვლის ვალდებულებას, იმის და მიუხედავად, არსებობს თუ არა ამ უბნებზე საჩივრები, ასევე ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს. სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 2-თვიანი პერიოდი იმისთვის, რომ საბოლოოდ მე-3 მოსმენით მიიღოს პარლამენტმა ეს კანონი და ასევე ჩვენ ამ კანონპროექტს გავაგზავნით ეუთო/ოდირში და ვენეციის კომისიაში, რომ თვითონ კანონპროექტზე მივიღოთ მათი დასკვნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა
Next post მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ