ფიროსმანი, ამჯერად, გერმანიაში მოდილიანის, მალევიჩისა და პიკასოს შემოქმედებასთან ერთად გამოიფინება

Read Time:39 Second

ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ნიკო ფიროსმანს დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ქართველი მხატვრის ნახატებთან ერთად ამადეო მოდილიანის, კაზიმირ მალევიჩის, მარკ შაგალის, პაბლო პიკასოსა და ვასილი კანდისკის ნამუშევრებსაც გამოფენენ.

ფიროსმანის შემოქმედებიდან გამოფენაზე 5 ნამუშევრის ნახვა იქნება შესაძლებელი: ალაკნების ქეიფი, ხილის დუქანი, პაბლო პიკასოს პორტრეტი და ასევე, მხატვრის შესრულებული დიპტიქი ორთაჭალის ტურფები და ნატურმორტი დოშებით. გამოფენა სახელად Museum global —Microhistories of an Ex-centric Modernism 1910-1960 წლების პერიოდის შემოქმედებას მოიცავს.

ფიროსმანის ნახატების ნახვა დუსელდორფში 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

ფოტო: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო

ფოტო: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო

გერმანიის გარდა ფიროსმანის ნახატების ნახვა ვენაშიც არის შესაძლებელი. ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის გამოფენა 27 ნოემბრამდე გრძელდება. გამოფენაზე სახელად “ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე” მხატვრის 29 ნამუშევარია წარდგენილი პიკასოს, კლოდ მონეს და ედვარდ მუნკის შემოქმედებასთან ერთად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობა ტყიბულში ქურთუკების საწარმოს აშენებას აანონსებს
Next post 12 წლის გოგონა ელენე გიორბელიძე იპოვეს