უხანში 16-ვე დროებითი საავადმყოფო საზეიმოდ დაიხურა, ჩინელი მედიკოსები იტალიელების დასახმარებლად მიდიან

Read Time:57 Second

ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა, 11 დაავადებული გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი კლების გამო, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უხანში, ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა.

საავადმყოფო COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში სტუმრობისას განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და უხანში დაავადების გავრცელება „შეჩერებულია.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა

„მდგომარეობის სტაბილიზაციის და პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ჰუბეისა და ვუხანში პირველადი წარმატება მიღწეულია“,-თქვა მან.

ცნობილი ხდება, რომ იტალიაში ჩინეთიდან მედიკოსები ჩავლენ. ექსპერტები ვირუსის დამარცხებაში ახლა უკვე იტალიელებს დაეხმარებიან.

ქვეყანაში მდგომარეობა დღითიდღე დრამატულად ვითარდება. ბოლო 24 საათში, იტალიაში, კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს.

როგორ შეიცვალა ცხოვრება ჩაკეტილ იტალიაში (ფოტოები)

ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი დასმული აქვს 12462 ადამიანს. ლომბარდიაში, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, ბოლო 24 საათში 149 ადამიანი დაიღუპა. იქ ინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 1489 შეადგინა.

ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4630-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 68 216 პირი. სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 135 შემთხვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში, მარნეულსა და ბათუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე 3 პირი გამოავლინეს და კარანტინში გადაიყვანეს
Next post საქართველოს ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს