სტატიის თანახმად, აშშ – სთან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებზე არიან დამოკიდებული და რომლებიც გაზრდილ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის მხრიდან

Read Time:3 Minute, 3 Second

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ზღვისპირა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი რეგიონალური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჩარჩოები. რეგიონალური ალიანსები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა შავ ზღვაში აგებულია კომპლექსური არქიტექტურის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შეზღუდული რესურსებით რეგიონის დაცვის უამრავ მცდელობას. შავი ზღვის ქვეყნებს შორის ოფიციალური თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონულ დონეზე არსებობს, მაგრამ ეს მეტწილად არააქტიურია. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), რომლის სათაო ოფისი სტამბოლში მდებარეობს, თავს უყრის შავი ზღვის გაფართოებული რეგიონის ყველა ქვეყანას. შეხვედრები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო სამიტკი კი 2017 წელს გაიმართა. BSEC მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, და არა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 2012 წელს რუმინეთმა დაიწყო სამმხრივი ფორმატი პოლონეთთან და თურქეთთან, მაგრამ ჩართულობა შემოიფარგლა ყოველწლიური შეხვედრებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რეალური გავლენის მოხდენის გარეშე. რუმინეთმა ასევე შეიმუშავა სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა პოლონეთთან აღმოსავლეთ ფლანგზე და თურქეთთან და აზერბაიჯანთან შავ ზღვაში. რუმინეთის ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე (რუმინეთი არის შავი ზღვის ენერგიის დივერსიფიკაციის ძლიერი დამცველი). თურქეთთან თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში ხდება და საერთოდ არ არის დღის წესრიგში აზერბაიჯანთან. იმავდროულად, მიუხედავად უკრაინისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მხურვალე მხარდაჭერისა, რუმინეთსა და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს. უკრაინულ-ქართული უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგელბშიც უკრაინამ და საქართველომ პირობა დადეს, რომ კოორდინირებას გასწევენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, შავ ზღვაში თანამშრომლობის ახალი ინიციატივების იმედს იძლევა. გასარკვევი რჩება, თუ რამდენად შეუძლია ამ ორმხრივ ფორმატს ხელი შეუწყოს დიდ ძალაუფლებაზე კონკურენციის დაბალანსებას და გაზარდოს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოება. საქართველომ ასევე წამოაყენა რუმინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობ რუმინეთთან 2019 წელს (საქართველო არის აზერბაიჯანულ-თურქულ-ქართული სამმხრივი თანამშრომლობის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ აქვს რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა). ორმხრივ და სამმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, შეუძლია რეალური მნიშვნელობა შემატოს თავდაცვის, ენერგეტიკისა და რბილი უსაფრთხოების მიმართულებიტ თანამშრომლობისთვის. მაგალითად, რუმინეთსა და აშშ-ს შორის ოცწლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა დასავლეთის სამხედროს არსებობა შავ ზღვაზე. ეს გამოიხატება საჰაერო ძალების ბაზის არსებობით, რომელიც გადამწყვეტია ავღანეთში ოპერაციებისთვის და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზის არსებობით, რომელიც ევროპას ირანის მხრიდან თავდასხმებისგან დამცავ ქოლგას სთავაზობს”,- ნათქვამია ,, EMERGING EUROPE ‘’-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში კი რეგიონალური ქსელის შესაქმნელად, სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს .
ამ პარტნიორობის წარმატების საფუძველზე, რუმინეთმა ასევე უზრუნველყო სტრატეგიული პარტნიორობა პოლონეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან – სამივე მათგანი აგებულია საერთო რეგიონალური ინტერესების გარშემო. პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთკავშირი და განვითარება, რომელიც ახლა შედის აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ სამი ზღვის ინიციატივაში, რომელშიც პოლონეთმა და რუმინეთმა 500 მილიონი ევრო და 100 მილიონი ევრო ჩადეს. თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუმინეთთან ორმხრივი თანამშრომლობა აგებულია ბაქოს ენერგორესურსებისა და თურქეთის მხრიდან კასპიის გაზის ევროპაში ტრანზიტის შესაძლებლობის გარეშემო, აგრეთვე საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ინიციატივები შავი ზღვის ურთიერთკავშირის გაზრდისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობის გზით ბოლო წლებში შეჩერდა. იმავდროულად, ენერგეტიკა და რეგიონალური სატრანსპორტო თანამშრომლობა უმთავრესია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი პარტნიორობისთვის. 2012 წლიდან, სამი ქვეყნის მინისტრები რეგულარულად იკრიბებოდნენ საერთო ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად, მაგალითად, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, რომელიც ამჟამად ერთადერთია, რომელიც ევროპას ამარაგებს კასპიის ზღვიდან რუსეთის მიერ არაკონტროლირებადი ენერგორესურსებით – და აკავშირებს რკინიგზებს. ეს სამმხრივი პარტნიორობა სავარაუდოდ გაგრძელდება, სამივე ქვეყნის მხრიდან მომავალი წლების სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერის საფუძველზე. შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობას წარმატების შერეული ისტორია აქვს. რუსეთის “დაყავი და დაიპყარი” სტრატეგიამ ჯერჯერობით შეზღუდა უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-ს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, მაგრამ აშშ-ს გასვლამ კიდევ უფრო შეაფერხა პროგრესი. რეგიონალურ დონეზე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოსა და უკრაინას შორის მორიდებული მცდელობები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოების ვაკუუმის დიდი ნაწილი კვლავ შესავსებია. რუმინეთის ლიდერობა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გამყარდეს საქართველოსა და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით. შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს რეგიონალური ქსელის შესაქმნელად. გარდა ამისა, ბულგარეთის ენერგო პოლიტიკას ტრანზიტის შეთავაზება შეუძლია დივერსიფიკაციის სანაცვლოდ”,- წერს გამოცმება ,, EMERGING EUROPE“.

https://emerging-europe.com/voices/strategic-partnerships-and-great-power-competition-in-the-black-sea/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
Next post წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყოფილი შეფი