წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყოფილი შეფი

Read Time:59 Second

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დღეს ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.

ძებნაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა.

ვრცელდება კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი ვიდეოკადრები
ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს
მეტის ნახვა

ინფორმაცია ჭაკუას ექსტრადირების შესახებ „პრაიმტაიმს“ იუსტიციის სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს,  თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

 

 

https://ptn.ge/exclusive-qhophili-maghalchinosani-davith-tchakua-germaniam-saqarthvelos-gadmostsa/?fbclid=IwAR0vyrTBbmOH7Owg-HXSbyQrTYx4MFkremASL6mOZJsbi4S0eD6oJooMq2A

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტატიის თანახმად, აშშ – სთან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებზე არიან დამოკიდებული და რომლებიც გაზრდილ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის მხრიდან
Next post გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი. ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია