“სპარში” დაპრისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, მათე ჯომიდავა გარდაიცვალა

Read Time:27 Second

სუპერპარკეტ “სპარში” 2019 წლის 30 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, მათე ჯომიდავა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მათე ჯომიდავა ოკუპირებული აფხაზეთიდან  სასწავლებლად ჩამოვიდა დედაქალაქში და სტუდენტობას მუშაობასაც უთავსებდა.

ფაქტი თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე “სპარში” მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით “სპარში” შესულ მომხმარებელს მომსახურეობა არ მოეწონა, რის გამო ჯომიდავასა და მას შორის დაპირისპირება მოხდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით მომხმარებელმა ჯომიდავას ქვის ნატეხი ჩაარტყა თავში. კონსულტანტი მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხმარებელი კი ადგილზე დააკავეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს   ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული დააკავებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა
Next post “საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში” – ბიტკოინის საგანმანათლებლო პროექტის დირექტორი