ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა

Read Time:28 Second

ესპანეთში დიდთოვლობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. ციკლონს, რომელმაც ქვეყანას გადაუარა, თან ძლიერი ქარი და თოვლის სახით მოსული ნალექი ახლავს. დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსხვერპლი ალკოეში, შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

სამოქალაქო გვარდიის წევრებმა, კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი მდინარე გუადალესტთან იპოვეს. კიდევ ერთი მამაკაცი კი, საკუთარ სათბურში მეხის დაცემის გამო დაიღუპა.

რამდენიმე დღით ადრე კი სტიქიას, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. განგაშის მაღალი დონე ქვეყნის ცხრა პროვინციაშია გამოცხადებული. ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეაკატალონიასა და ვალენსიაში. სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე 120 ათასამდე ადამიანია დარჩენილი არაგონში. დახურულია ათობით საავტომობილო გზა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 25 იანვრამდე თოვლი და ქარი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
Next post “სპარში” დაპრისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, მათე ჯომიდავა გარდაიცვალა