სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

Read Time:45 Second

2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით 7 690 000 ლარით გაიზარდება და 35 890 000 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსის ნუცი ოდიშარიას განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას.

როგორც ცნობილი გახდა, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებაში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება. განსაკუთრებულად გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი:

სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა 20 ლარამდე გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხა 30 ლარამდე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის თვეში 300-დან 375 ლარამდე გაიზრდება, რეგულარული შშმ ბავშვებისთვის თვეში არსებული 600-დან 900 ლარამდე.

ოდიშარიას განცხადებით, ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიღმის მასივში აივანზე 20-წლიანი დგომის შემდეგ, ჟიგული მიწაზე ჩამოიყვანეს. ვიდეო
Next post თამარ ჩუგოშვილი – საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული