თამარ ჩუგოშვილი – საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული

Read Time:42 Second

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

თამარ ჩუგოშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება.

ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

„ჩვენთვის პრიორიტეტული ის რეკომენდაციებია, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მივიღეთ. ეს ძირითადად ეუთო-ს ეხება. პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს, რომელიც რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და კანონმდებლობაში ასასახად მნიშვნელოვანია. თუ ოპოზიცია სურვილს გამოხატავს, რომ ამ საკითხებზე დისკუსიაში ჩაერთოს, მხოლოდ კარგია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ოპოზიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობდით და კარგი იქნებოდა, მაშინ მხარი დაეჭირათ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ამის შედეგად განსაზღვრულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადის. არ მგონია, რომ ამაზე საუბრის დაწყების შესაძლებლობა ახლა იყოს. არ ვიცი, მათი დეფინიცია რა არის პოლიტიკური კრიზისის თაობაზე. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ არის და არც ყოფილა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება
Next post ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იცის სად გაიმართება მისი ინაუგურაცია