სოზარ სუბარი: ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება

Read Time:34 Second

 

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლილოს დასახლებაში, მოსახლეობას შეხდა, რომელსაც სტუდენტები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო.
როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას აუწყა, ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება, რომელიც თბილისის მიერ დაფინანსდა და რომლის ღირებულება 1 700 000 ლარია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაობი, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს.
მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გარე განათების პრობლემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სოზარ სუბარი მათ დაჰპირდა , რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.
,,ლილოს ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ, რადგან მათ საკუთარი ევროპის ჩემპიონი ჰყავთ -ლევან წიკლაური. ის ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, რაც კარგი მოტივაციაა მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა კერესელიძე:  „ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ