სოზარ სუბარი სააკაშვილზე: კბენითი მასაჟი რამდენად სასარგებლოა დიპლომატიისთვის

Read Time:54 Second

თურმე სააკაშვილისთვის შეიძლება სახელმწიფო ქონებით შვილის სწავლის დაფინანსება და დედისთვის 135 მილიონიანი ქონების გადაცემა, რომელიც თურმე ბებიას უანდერძებია საიდანღაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„საიდუმლო ხარჯები მიხეილ სააკაშვილის დაფინანსება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოხდა დიდი სკანდალი. სკანდალი რომლის გამოც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პირველი პირი არა მხოლოდ გადადგებოდა და გაქრებოდა პოლიტიკიდან, არამედ მის წინააღმდეგ დაიწყებოდა გამოძიება. ეს მოხდა რუსეთთან ომის ახლად წაგებული ომის დროს, ომში გამარჯვება რომ იზეიმა რუსთაველზე, ამის შემდეგ წავიდა ბათუმში და სახელწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით ჩამოიყვანა მასაჟისტი, რომელიც მას იქ უკეთებდა მასაჟებს. დოქტორი დოტი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, კბენითი მასაჟი რამდენად სასარგებლოა დიპლომატიისთვის, სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრებით ჩამოიყვანა ეს ადამიანი, აცხოვრა სასტუმროში გადაუხადა ფული. ამას რომ მოჰყვა მაშინ სკანდალი მედიაში, ამის შემდეგ დაიწყო გასაიდუმლოება იმ ხარჯების, რომელსაც ასე დაუთვლელად და ღიად ხარჯავდა ხოლმე თავისი სიამოვნებისთვის. აქ უკვე ორმაგი დანაშაულია, პირველი ხარჯვა საკუთარი სიამოვნებისათვის, შვილის სწავლისთვის, თუ საკუთარი ახლობლებისა და თანაგუნდელების სიამოვნებისთვის და მეორე, გასაიდუმლოება იმ ხარჯების, რომელიც არ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებულ. თურმე მისთვის შეიძლება სახელმწიფო ქონებით შვილის სწავლის დაფინანსება და დედისთვის 135 მილიონიანი ქონების გადაცემა, რომელიც თურმე ბებიას უანდერძებია საიდანღაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასეთი ოპოზიციის პირობებში, არის ფარსი, დროა, ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები
Next post სოზარ სუბარი: სააკაშვილი არის ის წყევლა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ანგრევს ყოველდღიურად