სისხლიანი გარჩევა რუსთავში – 46 წლის მამაკაცს იარაღით გაუსწორდნენ, ის ადგილზე გარდაიცვალა

Read Time:29 Second

კურიერის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მკვლელობაში ბრალდებული 41 წლისაა. მისი იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა უკვე შეძლეს, ახლა კი, მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც კურიერმა გაარკვია, აწ გარდაცვლილი მამაკაცი რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, გარდაცვლილი მეგობრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცოლს, პერიოდულად საყოფაცხოვრებო საქმეებში დასახმარებლად აკითხავდა. დღესაც ამ მიზეზით იმყოფებოდა გიორგაძის ქუჩაზე, რა დროსაც მას მასპინძელმა უთხრა, რომ მეზობელმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა.

მამაკაცი მეზობელთან მიზეზის გასაგებად წავიდა, ადგილზე მისულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე მოკლეს. კურიერმა გაარკვია, რომ ძებნილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 70-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი და 3000-ზე მეტი ტყვია – რა ხდება ალენ დელონის სახლში?
Next post სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ლიბერალიზმს წარმოშობისთანავე ჰქონდა რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგიის ხასიათი და ბუნებრივია, რომ ის აქამდე უნდა მისულიყო