საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ

Read Time:57 Second

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული პირები იტალიაში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი და მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურა, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, კლინიკურად ყველაზე მეტად საყურადღებოა მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა.

„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად და ყველა კონტაქტი დადგენილია. ზოგიერთი კონტაქტი შეფასებულ იქნა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა, მათგან აღებულ იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და დღის მეორე ნახევარში გაიტესტნენ ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი კავშირშია იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი შემთხვევა აღმოჩნდა დადებითი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად, ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ამიტომ, დღევანდელ საღამოს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა ამ ეტაპზე კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და მკურნალობა. დანარჩენი ხუთი ადამიანი დღეს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს კლინიკური მეთვალყურეობა და კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და დაუდასტურდათ კორონავირუსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული
Next post “იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3296-ს მიაღწია”