საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Read Time:1 Minute, 14 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც
უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციიის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული
განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს. ამის
შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-
რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და და საქართველოს
ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ თორიამ მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის
განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-
გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
სტაჟირების ხელშეწყობას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სემინარების,
ვორქშოპებისა და სხვა ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას, განხორციელება და
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში თანამშრომლობას
გულისხმობს.
„საქართველო არის აგრარული ქვეყანა, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა
აიღოს პასუხისმგებლობა კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთან თანამშრომლობა, ისინი განსაზღვრავენ
როგორი უნარჩვევების პროფესიონალები დაჭირდება ქვეყანას მომავალში. ასევე,
სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ რა მიმართულებით წარმართონ
თავიანთი რესურსები, იმისათვის რომ ხვალ მოთხოვნადი სპეციალისტები იყვნენ.
ღონისძიებას ესწრებიან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის
დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე. ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი ზურაბ გვიშიანი, იმდენად, რამდენადაც ფერმერთა ასოციაცია
დაინტერესებულია ჰიდროინჟინერიის მიმართულებითაც. სამშენებლო ფაკულტეტის
შესაბამისი პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ მომავალ ჰიდროინჟინრებს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციისა და
ორგანიზაციის წევრი, მათთან ერთად ახორციელებს მრავალ პროექტს, ეს კი სტუდენტს
აძლევს შანსს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა
მრავალმხრივ გამოიყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობის
დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის
მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად

ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე“,
– განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმი მიმართულია ერთობლივი ღონისძიებების
დაგეგმვასა და განხორციელების მხარდაჭერაზე, რაც საქართველოში აგრარული
სექტორით დაინტერესებული პირების განათლების დონის ამაღლებასაც შეუწყობს
ხელს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
Next post სოზარ სუბარი: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, პიროსის გამარჯვება და საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი