საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

Read Time:28 Second

ნოტარიუსთა პროფესიულ კანონმდებლობაში  ცვლილებები, ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის შესრულება, სანოტარო დამოწმებისას ფულის გათეთრების რისკების პრევენცია, რეგიონებში ნოტარიუსების დამაგრება, შშმ პირთათვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება  – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლებმა  სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.

გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა რიხარდ ბოკმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან დავით ფუტკარაძესთან და ნოტარიუსებთან, კერძო სამართლის და ნოტარიატის კვლევითი ცენტრის დაფუძნების თემაც განიხილა და ქართულ მხარეს ამ მიმართულებით არსებული გერმანული პრაქტიკა გაუზიარა.

სამუშაო შეხვედრა ქართულ-გერმანული ნოტარიატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში  მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-რატომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს?!
Next post ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილზე: ჰუმანიტარული მიზნებით, ადამიანის გაშვება შეიძლება კეთილშობილური ჟესტი იყოს, მაგრამ ეს თუ არ მოდის კანონმდებლობასთან თანხვედრაში, მაშინ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს