ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილზე: ჰუმანიტარული მიზნებით, ადამიანის გაშვება შეიძლება კეთილშობილური ჟესტი იყოს, მაგრამ ეს თუ არ მოდის კანონმდებლობასთან თანხვედრაში, მაშინ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს

Read Time:29 Second

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ყველანაირი პროცესისა თუ ნაბიჯის გადადგმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნებით, ადამიანის გაშვება შეიძლება კეთილშობილური ჟესტი იყოს, მაგრამ ეს თუ არ მოდის კანონმდებლობასთან თანხვედრაში, მაშინ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გარდა, საქართველოში 8000-ზე მეტი სხვა პატიმარია, რომლებმაც ასევე შეიძლება შემდგომში იგივე გააკეთონ, მაშინ 8000-ვე ჰუმანიტარული მოსაზრებით გავუშვათ და საერთოდ ჩამოგვენგრევა სამართლებრივი სახელმწიფო. ამიტომ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ასეთი განცხადებები, როდესაც ვინმე ამბობს, რომ კანონი არ აინტერესებს და ამ შემთხვევაში მთავარია სხვა მოცემულობა“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
Next post ნიკა მელია – ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ სხვისი სიცოცხლის საფრთხე როდესაც არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია