საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეცხრე როტაცია დაიწყო

Read Time:1 Minute, 9 Second

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) წვრთნის კომპონენტი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მომზადებას ბოლო ბატალიონი გაივლის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზიანში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება.

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებას, დავალებების სწორად შესრულებას დაეთმობა. ასევე, მოხდება პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარება და აღსრულება. ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ.

მე-9 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი – „ასკალონი“ გაუწევს. GDRP მე-9 როტაციის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის – GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება 8 ბატალიონმა უკვე გაიარა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ფონდ „ქართუს“ მიერ ხდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის სრული განახლება, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ამ საჩუქრისთვის
Next post მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს მათ მიერ ოკუპირებული ადგილი