კახა კალაძე: ფონდ „ქართუს“ მიერ ხდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის სრული განახლება, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ამ საჩუქრისთვის

Read Time:29 Second

ფონდ „ქართუს“ მიერ ხდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის სრული განახლება და მოწესრიგება, სადაც ძალიან დიდ ტერიტორიაზე გვექნება ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ცენტრალურ პარკში იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს.

„თბილისის ცენტრალურ პარკში იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და ისეირნოს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება ამ თვალსაზრისით მოწესრიგებული. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ამ საჩუქრისთვის, რომელიც მან ქალაქს გაუკეთა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო – დღეს დედაქალაქში არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული
Next post საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეცხრე როტაცია დაიწყო