საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს

Read Time:30 Second

საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. ამის შსახებ ინფორმაციას ფრანგული მედია მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის აპარატში აღნიშნავენ, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და სახლში პარიზში იმყოფება.
„დღეს მინისტრს ანალიზებმა კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. მას შესაბამისი სიმპტომები ჰქონდა. მან გასულ კვირას რამდენიმე დღე პარლამენტში გაატარა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გახარია-ფეიქები მოგონილი სახელებით გვესტუმრნენ :) ჩვენი სიმრავლე აშინებთ!
Next post თბილისში ანიტა ფაცაციას სახელობის ფონდი დაფუძნდა