თბილისში ანიტა ფაცაციას სახელობის ფონდი დაფუძნდა

Read Time:36 Second

თბილისში, ანიტა ფაცაციას დედის ინიციატივით, ანიტას სახელობის ფონდი დაფუძნდა. ფონდი ანიტას სახელით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება.

„პირველივე დღიდან გვერდით მედგა არა მხოლოდ ჩემი დიდი ოჯახი და სამეგობრო, არამედ სრულიად საქართველო იყო ჩემს გვერდით. გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემმა ქართველმა ერმა დამაკისრა. ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ სიკეთე, რომელიც ანიტას სახელით დაიწყო, არასდროს არ გვინდა, დასრულდეს. ამაში სრულიად საქართველოს თანადგომა გვჭირდება. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა დედამ განიცადოს ის, რასაც ახლა განვიცდი. ჩვენი ფონდი მაქსიმალურად ეცდება, რომ ვიბრძოლოთ და დავუდგეთ გვერდით ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ.

„ანიტას ფონდის“ საბანკო რეკვიზიტები და სატელეფონო ნომრები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. საქველმოქმედო ფონდს ანიტას ოჯახი უხელმძღვანელებს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს
Next post ამირან გამყრელიძე – კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი