„საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ კვლევაში საქართველო რეგიონის ლიდერია

Read Time:1 Minute, 1 Second

EuCham-ის “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის” მორიგ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის” საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა. საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა.
2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეულად წარმატებულია.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო – 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი – 33-ზე, რუსეთი – 43-ზე, აზერბაიჯანი კი – 41-ზე.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო – 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი – 33-ზე, რუსეთი – 43-ზე, აზერბაიჯანი კი – 41-ზე. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი , რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი.
საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
გასულ წელს საქართველო 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

https://eucham.eu/best-european-countries-for-business-2020/?fbclid=IwAR1yOtVwzj1xN_czo0sU-n9uULbCnW77K7sRZKruHbrERqPZ3UKXLXWGW0U

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების მინისტრის მოადგილე – პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2020-2021 სასწავლო წლიდან განხორციელების ახალ ეტაპზე გადადის
Next post მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეიდან იწყება