მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეიდან იწყება

Read Time:34 Second

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეიდან იწყება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, გადაისინჯება მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობაც.

მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.

ცნოისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ კვლევაში საქართველო რეგიონის ლიდერია
Next post კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება