კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება

Read Time:1 Minute, 29 Second

კახა კალაძის და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება

ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე – ასეთი შეთავაზება მიიღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა  პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებისგან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე.

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის,  კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

“დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.  საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება – შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან,”- განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

„ჩვენ  შევთავაზეთ  შეიქმნას  სპეციალური  ფაქტების   შემსწავლელი მისია, რომელიც  ჩამოვა  საქართველოში და დეტალურად გაეცნობა  ამ საქმეს.  არის  ასეთი   პრაქტიკა  ევროპულ  პარლამენტში,  ამასთან  დაკავშირებით გვაქვს  დადებით  გამოხმაურება. იმედი  გვაქვს, რომ მისია უახლოეს  მომავალში ჩამოვა და გაეცნობა  საქმის როგორც შინაარსს,  ისე  პროცედურულ მხარეს  და  დადგინდება    სიმართლე,  რაც  ყველამ  ისედაც  ვიცით – ეს არის 48 მილიონის  გაფლანგვის  საქმე.  ჩვენი  კოლეგები  დარწმუნდებიან რომ   48  მილიონი გაიფლანგა და იმაშიც  ბუნებრივია, დაგვეთანხმებიან, რომ ეს არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე დიალოგზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას.

„ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული ინიციატივა – 100-50-ზე. ეს არ არის მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც არის შესაძლებელი 113 ხმის მოგროვება და რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული მანდატების განაწილებას საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად,  ჩვენი ვერსია რჩება შეთავაზებად და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება“  -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეიდან იწყება
Next post არჩილ თალაკვაძე – არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს