არჩილ თალაკვაძე – არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს

Read Time:55 Second

არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მისივე თქმით, მართლმსაჯულება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, აქვს თავისი ვადები, მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო არჩევნები  არის პოლიტიკური პროცესი და არასოდეს მართლმსაჯულება არ ელიდება არჩევნებს.

„გამიკვირდა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან მთავარ არგუმენტად ის კი არ მოვისმინეთ, რომ ვიღაც შესაძლოა, უდანაშაულოდ იჩაგრება, არამედ მოვისმინეთ ის, რომ დიახ, დანაშაული ჩადენილია, პრობლემა არის, მაგრამ რადგან არჩევნებია, მართლმსაჯულებამ უნდა მოითმინოს და მოიცადოს. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ  – არაერთი საქმე არის საერთაშორისო პრაქტიკაში და დასავლური ქვეყნების უახლეს ისტორიაში, სადაც მართლმსაჯულება და კონკრეტული საქმეები არასოდეს არ ელოდება არჩევნებს.  ერთ-ერთი განცხადება, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი აცხადებდა, რომ ვინაიდან უგულავა არის ოპოზიციის მთავარი ლიდერი და ფლაგმანი, თითქოს ამიტომ გახდა ის ხელისუფლების ნომერ პირველი სამიზნე. ეს არის სიცრუე. არანაირი სამიზნე ის არ არის. კიდევ ერთხელ ადამიანურად ვწუხვარ, რომ უგულავა პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ასეთი არგუმენტები ნამდვილად არის სპეკულაციური, ეწინააღმდეგება იმავე ოპოზიციონერების განცხადებებთან, როდესაც ისინი კვლევის შედეგებზე საუბრობენ. ეს კვლევის შედეგებიც ნათლად აჩვენებსმ თუნდაც ოპოზიციაში ვინ არის ლიდერი, ვის აქვს უფრო მაღალი მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ ამ ბრალდებებს ვერ მივიღებთ და ვერ გავიზიარებთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება
Next post გია ვოლსკი – ოპონენტების მხრიდან ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე სკეპტიკური შეფასებები დამატებით კითხვებს იწვევს