საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

Read Time:23 Second

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანი მასზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი. დაჭრილი ჯერ ტყვიავის საავადმყოფოში, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან თბილისში ელექტროავტობუსი იმოძრავებს
Next post კახა კალაძე – ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ