სამუდამოპატიმრობამისჯილს ციხის დირექტორმა სიურპრიზი მოუწყო

Read Time:2 Minute, 0 Second

– “ეს ამბავი ახლახან გლდანის ციხეში მოხდა. გინდათ იცოდეთ, რა განსხვავებაა ნაცების რეჟიმსა და დღევანდელობას შორის? მაშ, მისმინეთ: 2 დღის წინ, სამუდამო პატიმრობამისჯილმა, 62 წლის ელგუჯა ლაღაძემ დამირეკა…” – ასე იწყებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თხრობას ჟურნალისტი ზაზა დავითაია:

– “ასეთი ზარები ძალიან ხშირია ჩემს ტელეფონზე. პატიმრები მუდამ მირეკავენ და თავიანთი ცხოვრების, პრობლემების შესახებ მიყვებიან…
თავად ვიყავი პატიმარი, თანაც, იმ საბედისწერო რეჟიმის წლებში. სასიკვდილოდ ნაცემი და ნაწამები ადამიანები ბევრი ვნახე, სიკვდილიც ხშირად მინახავს და მართლა უზარმაზარი მონაპოვარია ის, რომ ციხეში წამება დღეს არავის ემუქრება!

ამის მიუხედავად, კარგად ვიცი, რაც შეიძლება აწუხებდეს ოჯახს მოწყვეტილ, საკანში იზოლირებულ ადამიანს. თუნდაც არავინ აწამებდეს, ის მაინც ტანჯვის მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ, ორმაგად იტანჯებიან ისეთები, ვისაც გარეთ, თავისუფლებაზე – გულშემატკივარიც არ ეგულებათ! ხოლო სამმაგად ისინი, ვისაც დამატებით, ხანგრძლივი, ან სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი…

ციხეში წამება დღეს არავის ემუქრება მეთქი, უკვე დავწერე, მაგრამ რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ერთი ადამიანის მაღალ ღირებულებებზე და ღმერთთან მის სიახლოვეზე მეტყველებს:

ეს ადამიანი N-8 გლდანის ციხის დრექტორი, ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძეა. მე მას კარგად ვიცნობ და სხვა დროსაც გამუჩენია თავი ამაღლებული და ქრისტიანული საქციელით!

მოკლედ, მირეკავს სამუდამო პატიმარი, 62 წლის ელგუჯა ლაღაძე (ისედაც ხშირად რეკავს ჩემთან) და მიყვება: შემოწმების თუ გეგმიური გასეირნების დროს, გლდანის ციხის დირექტორს, ნოდარ ქინქლაძეს პირისპირ შევეჩეხეო. სიგარეტით ამომწვარი სპორტული შარვალი მეცვა და შემეკითხა – ასეთ მდგომარეობაში რატომ ხარო. – გარეთ პატრონი არავინ მყავს, რომ ჩემზე იზრუნოს და ამანათით ტანსაცმელი შემომიგზავნოსო – უპასუხია პატიმარს.

ციხის დირექტორი უსიტყვოდ შეტრიალებულა და წასულა. ამის მერე გადის რამდენიმე საათი და, ელგუჯა ლაღაძის საკნის კარი ხმაურით იღება. დიდი ცელოფნის პარკი შემოაქვს “აბსლუგას” და ელგუჯას მიმართავს – ესაო, დირექტორმა შენთან გამოგვატანაო. გახსნა თურმე, ელგუჯამ შრაშუნა ცელოფნის პარკი და, რას ხედავს: არცთუ იაფფასიანი სპორტული პიჟამო დევს! მაგრამ, არამარტო პიჟამო… ცელეოფანში დევს თბილი წინდები, მაისურები, საცვლები და კიდევ სხვადასხვა წვრილმანი “რაღაც-რაღაცები!”
თურმე ციხის დირექტორს, ნოდარ ქინქლაძეს, საკუთარი, პირადი ფული ამოუღია ჯიბიდან, თანამშრომელი მაღაზიაში გაუგზავნია და უპოვარი პატიმრისთვის, რაც აკლდა, ყველაფერი შეუძენია!

ახლა, ვისაც ნაცების დროს ციხე აქვს გამოვლილი, ის კი გაიგებს და დააფასებს კიდეც ამ ამბავს…დააფასებს ის, ვისაც ციხის დირექტორის გახსენებაზე მხოლოდ დასისხლიანების, დალეწვის, ცრუჩვენების წამების გზით გამოძალვის, მორგში ჩაყვანის და მიცვალებულებზე ბორკილებით გამობმის ასოციაცია აქვს!

ვინც ვერ გაიგებს, ძალიან მეცოდება… ღმერთისგან, სიკეთის აღქმისგან – ძალიან შორს იქნება ის ადამიანი!

მე კი, ამ ნამდვილი ამბავის აღწერას, რომლის დამადასტურებელ სატელეფონო ჩანაწერსაც ყოველი შემთხვევისთვის, ცალკე ვინახავ – ჩემი საკუთარი აზრით და სიტყვებით დავასრულებ:

სიკეთეს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს კეთილშობილ რაინდს, N-8 გლდანის ციხის დირექტორს,
ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძეს!
ვიამაყოთ ასეთი ჩინოვნიკებით! ასეთ ადამიანებზე დგას ქრისტიანობა! ასეთ მოქალაქეებზე დგას სახელმწიფო!

ღმერთმა დალოცოს ნოდარ (ბაჩო) ქინქლაძე!” – წერს ზაზა დავითაია.

წყარო: tvalsazrisi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „იღბლიანი“ პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრაზე ყოველ წელს აუცილებლად უნდა გქონდეთ
Next post ჩაქვის სკოლაში ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ