რუსეთმა აფხაზეთს ფაროსანას გამო პროდუქტების შეტანა შეუზღუდა

Read Time:45 Second

მგზავრის ჩანთაში ფაროსანას აღმოჩენის გამო, რუსეთმა აფხაზეთს პროდუქტების შეტანა შეუზღუდა
12 მარტიდან რუსეთი აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას პროდუქტების შეტანაზე დროებით შეზღუდვებს უწესებს. საკარანტინო მდგომარეობა შეეხება მეტწილად ხილის და ბოსტნეულის მცირე ზომის ტვირთებს. ამის შესახებ “ლაივპრესი” აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვების მიზეზი სანიტარული კონტროლისას მგზავრის ხელჩანთაში აზიური ფაროსანას აღმოჩენაა. გამოცემა წერს, რომ ამ გზით რუსეთი ცდილობს აზიური ფაროსანას გავრცელება თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა.

მინისტრის თქმით, 2018 წლის პროგრამის მიზანია ფაროსანას მართვა და მისი პოპულაციის შემცირება. რაც შეეხება იაპონური კრაზანის შემოყვანას ფაროსანასთან საბრძოლველად, მინისტრმა განმარტა, რომ ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო პროგრამა შემუშავდა სახელმწიფოს მიერ, ქართველი და უცხოელი მეცნიერ/სპეციალისტების ჩართულობითა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საშიშია თუ არა ორსულებისთვის რენტგენი და ულტრაბგერითი კვლევა
Next post კალაძეს „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების იდეა შესთავაზეს