რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია

Read Time:27 Second

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუსის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ
Next post ირაკლი კობახიძე: უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს