ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ

Read Time:28 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ.

„რუსეთი შეგნებულად ამზადებს საფუძველს სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები.

თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, დატბორვის ზონაში იქნება. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს.

უკრაინის სამხრეთის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შესაძლოა განადგურდეს. რუსეთის ამ ტერორისტულმა თავდასხმამ შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური სადგური წყლის გარეშე დატოვოს გაგრილებისთვის.

ამ ერთი რუსული ტერაქტის დამღუპველი გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული შედეგები შეიძლება ისეთი გახდეს, რომ მას ისტორიული კატასტროფა ეწოდოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება
Next post რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია