ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება

Read Time:35 Second

ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“უნდა გავითვსლისწინოთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. რუსეთი, რომელიც სამ დღეში აპირებდა უკრაინის დაჩოქებას და მისი მიზნები ვერ სრულდება, უკრაინა ომს იგებს.
სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მწიფდებოდა, და ეს მწიფდებოდა არა მხოლოდ კიევში, არამედ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი გუნდის წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით მსოფლიოს ლიდერებთან. ის რასაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი არ არის პირადად დასანქცირებული, ეს ყველაზე კარგად ივანშვილმა იცის, დღეს რატომ არ არის სანქციის ქვეშ მოყოლილი და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ცოტა ხანში კონკრეტულად მასაც შეეხება”_ განაცხადა ნიკა მელიამ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა
Next post ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ