მამუკა მდინარაძე: ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა

Read Time:52 Second

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ ჰგონია, რომ უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე.

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა. არ მგონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ ერთი ფაქტი მაინც. უბედურება ის არის რომ ჩვენი კოლეგები, ამ დარბაზში მსხდომი ქართველები აპელირებდნენ ამაზე, რომ შავი ხვრელია საქართველო და გვერდის ავლა ხდება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და მოიპოვეს, იმიტომ, რომ ბუნებაში რაც არ არის, იმას ვერ მოიპოვებენ. პირიქით, 400-ზე მეტ დოკუმენტი არსებობს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. ამის მიუხედავად, ვიღაცეების დასანქცირება ხდება, რომ როგორმე მიუახლოვდნენ თავისი შეკრული მოჯადოებული ე.წ. წრით ბიძინა ივანიშვილს, რომ დააბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და შემდეგ ეს ქვეყანა ომში ჩართონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ეუთო ან ევროკავშირი არ ჩასულან​ ჯაბრაილში, რადგან ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით, აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა და მათი კუთხეში მოქცევა
Next post ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება