რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ეუთო ან ევროკავშირი არ ჩასულან​ ჯაბრაილში, რადგან ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით, აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა და მათი კუთხეში მოქცევა

Read Time:49 Second

სომხეთის მხრიდან ოკუპაციის დროს ყარაბაღის რეგიონის განადგურება საერთაშორისო სასამართლოს უნდა წარედგინოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანში სტუმრობის დროს განაცხადა.

ქალაქ ზანგილანის აეროპორტის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზადაა აზერბაიჯანს გვერდით დაუდგეს ყველა სექტორში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, მწვანე ენერგეტიკასა და ჭკვიანი ქალაქების კონცეფციაში, როგორც ყარაბაღის სამოქმედო გეგმის ნაწილი.

ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, რომელმაც აზერბაიჯანის გეგმით, სომხეთის გავლით აზერბაიჯანი და ნახიჩევანის ავტონომიური რეგიონი უნდა დააკავშიროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ „შიში საჭირო არ არის.“

„ახლა ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ვიყურები. რა გაუკეთეს ჯაბრაილს ოკუპაციის პერიოდში? ალიევს ვკითხე, ეუთო ან ევროკავშირი მოვიდა აქ? მან თქვა: არა, არ ჩამოსულან. რატომ არ მოვიდნენ? იმიტომ, რომ საკუთარ სირცხვილს დაინახავენ. ისინი ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა აქ ჯაბრაილს და მთელ ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით. აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა საერთაშორისო სასამართლოში მათი მიყვანით. აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნით მათი კუთხეში მოქცევა. აუცილებელია დასავლეთის ხელახლა გაცნობა მსოფლიოსათვის. ზანგეზურის გზა ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობას, სიმშვიდესა და სტაბილურობას და უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს ყველა ქვეყნისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთ-ცენტრალური დერეფნის მარშრუტზე კასპიის გადაკვეთით“, – თქვა ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინის ხელისუფლება ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში. დაელოდონ ქართველი საზოგადოების რეაქციას
Next post მამუკა მდინარაძე: ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა