ირაკლი კობახიძე: უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს

Read Time:41 Second

უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინელები არიან მეგობარი ხალხი. ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი გრძელდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ერთ მძიმე ნაბიჯს მეორე ემატებოდა და გრძელდება. დღეს რაც ვიხილეთ ეს არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი. ერთადერთი ანგარიში უნდა გავუწიოთ ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულებას და იმას, რომ ეს ქვეყანა და ხალხი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. არის უმძიმესი ვითარება, ადამიანები იღუპებიან, ომი გრძელდება. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. დღეს რაც მათ გააკეთეს, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი უბედურება, რაც უკრაინის ხელისუფლების თავზეა დამტყდარი. რაღაცებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ რეაგირების გარეშე ბოლომდე ვერ დარჩება. რაც შეეხება დიპლომატიურ რეაგირებას, ეს არის უფრო მთავრობის პრეროგატივა. ემოციებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია
Next post ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე: დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება