ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე: დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება

Read Time:42 Second

ზელენსკი პირდაპირ ჩართული იყო და ამ სიაზე მისი ხელმოწერაა. შეგახსენებთ, რომ მარტშიც ზელენსკის ხელმოწერით გაიწვიეს ელჩიც, ამიტომ ეს არ წყდება მარტივი, სააკაშვილი და არახამიას ზარების დონეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.

„არის რაღაც კოორდინაცია, ამ კოორდინაციის უკან რა დგას ამაზე რაღაც მიზეზების გამო ბევრს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც კოორდინაცია არსებობს მეორე ფრონტის იდეის გარეშემო. ბევრი დეტალი ვიცით, მაგრამ ამ დეტალებში არ შევალთ, რადგან რაღაცებს უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ არის ფაქტი, რომ ვიღაცებს სურთ მეორე ფრონტი, რასაც არ მალავენ და პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ამბობენ: რომ უნდა შევიდეთ ცხინვალში, სოხუმში, გავხსნათ მეორე ფრონტი. ამას ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს
Next post ირაკლი კობახიძე: საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დავუშვებთ