რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს: არ არის გამორიცხული, მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ
„ხანდახან ეპითეტები უხდება პოლიტიკოსს და თქვენი გამოსვლა, რომელიც აქ მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, – ასე მიმართა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსულ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა განათლების უწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობები გააპროტესტა და მინისტრს მისი დანაპირები შეახსენა.
„საქართველოს მთავრობამ მოატყუა მასწავლებლები. საქართველოში ინფლაციიდან გამომდინარე, მათი შემოსავლები, ფაქტობრივად არ გაზრდილა. რაც შეეხება ბიუჯეტს – განათლების და მეცნიერების დაფინანსება 2022 წელს იყო 2.1 მლრდ. ლარი, ეს არის მშპ-ს 2.9%, მაშინ როდესაც თქვენ როცა მინისტრი გახდით იმ დღიდან მოყოლებული მთავრობის გეგმა იყო 6%-იანი შეფარდება და 72 მილიარდია ჩვენი ქვეყნის მშ წლის ბოლოს და 72-ის ექვსი პროცენტი 4.3 მილიარდი. ზუსტად ორჯერ აცდით მასშტაბებს. წარმოგიდგენიათ 2.1-ის ნაცვლად მართლაც 4.3 მლრდ. ლარი რომ ყოფილიყო დაფინანსება რა მდგომარეობაში იქნებოდა ქართული განათლება, ქართული სკოლები და მასწავლებლები არ წავიდოდნენ ჩაის და თხილის მოსაკრეფად სხვა ქვეყნებში. რატომ შეპირდით? სხვათაშორის, ეს პირობა გაუქმებული არ არის და პარლამენტში მიღებულ დოკუმენტებში ისევ ეს ციფრი წერია. ახლა ვნახოთ რა მოხდება 2023 წელს – შემოსულია მომავალი წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, ჩვენი მშპ იქნება 79 მლრდ. ხოლო სამინისტროს ბიუჯეტი 1.98 მლრდ. ლარი იქნება. თქვენი სიტყვა, რომ ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი იქნება – არ მართლდება. და რამდენი იქნებოდა მართლა 6% რომ ყოფილიყო? საკუთარი დაპირებები რომ შეგესრულებინათ 4.74 მლრდ. ლარი იქნებოდა.
ასეთ პირობებში საქართველოს განათლების სისტემას არავითარი განვითარება არ უწერია. განათლების სისტემა არის ყველაზე დაჩაგრული, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ არსებობს პოლიტიკური ნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...