რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს

Read Time:28 Second

აშშ-ისა და გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მშვიდობის მისაღწევად ანკარა ევროპისგან და მსოფლიოსგან დახმარებას ელოდება.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები ორივე ლიდერთან. არცერთი ევროპული ქვეყანა არ ყოფილა ჩვენზე გაბედული ინიციატივაში. ჩვენ გავხდით მარცვლეულის დერეფნის, პატიმრების გაცვლისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაწყვეტის ნაწილი. ჩვენ ველით მხარდაჭერას ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება. არის თუ არა გამოსავალი აშშ-სა და გერმანიის მიერ ტანკების გაგზავნა? ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამოსავალი. ეს სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს
Next post დავით თორდია-რატომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს?!