რა შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შეზღუდვის დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;
• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;
• ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე სპეციალური Doodle გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით. საძიებო სისტემაში...
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დღეს 84 წლის გახდებოდა. მერბა კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26...
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი...
84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ – კახა კახიშვილი
84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სანქციები დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ, - ამის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი...
ეს „აქცია“ იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ განხორციელებული და მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – მსახიობი თემურ გვალია
გუშინდელი "პერფორმანსი" მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ..-ამის შესახებ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი...