იაგო ხვიჩია – შეთანხმებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენს კოლეგებს რაღაც სხვა ტიპის გაერთიანება აინტერესებთ, რომელიც, ვფიქრობ, წაგების ფორმულას უფრო ჰგავს

Read Time:56 Second

შეთანხმებების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, სადაც რამე შეთანხმება იქნება ჩვენთვის მომგებიანი, მაგრამ მიდრეკილები არ ვართ იმისკენ, რომ ერთადერთი გზა არის, ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ, რაც, მისი აზრით, წაგების ფორმულას ჰგავს.

„ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლებიც გვაინტერესებს. თუ ამ საკითხებს ისინიც საკუთარ დღის წესრიგში წინ გადმოწევენ, იქნება პრიორიტეტული, მაშინ ჩვენ ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ ამისთვის ვართ პარლამენტში და ვითანამშრომლებთ, ახლაც ვცდილობთ. მათი პრიორიტეტები არის იმდენად განსხვავებული, რომ ვერ ვლაგდებით იმაზე, რომ რაიმე საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში თანმიმდევრულად ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ეს არ აინტერესებთ ჩემს კოლეგებს. მათ რაღაც სხვა ტიპის გაერთიანება აინტერესებთ, რომელიც მე მგონია, რომ ზოგადად წაგების ფორმულას უფრო ჰგავს, ვიდრე რამე რეალურ გაერთიანებას. ადამიანი რომ „ტიტანიკზე“ არბოდეს, თქვენ რომ იცოდეთ, რომ ეს „ტიტანიკია“, ხომ არ გაყვებოდით. თქვენ შეიძლება, მოუწოდოთ, რომ ჩამოვიდეს, ნუ ავა. მაგრამ შენ ხომ არ გაყვები, რაც არ უნდა მოგწონდეს და გული შეგტკიოდეს შენს კოლეგებსა და მეგობრებზე. მე გეუბნებით დამოკიდებულებაზე. ზოგადად, შეთანხმებების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, სადაც რამე შეთანხმება იქნება ჩვენთვის მომგებიანი, მაგრამ მიდრეკილები არ ვართ იმისკენ, რომ ერთადერთი გზა არის, ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე
Next post ამირან გამყრელიძე: „ფაიზერი“ საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, ასევე მათ, ვინც დაორსულებას გეგმავს, აუცილებლად აიცრან