რატი ბრეგაძე – იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უნივერისტეტები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემოდათ, ბიძინა ივანიშვილმა კი სახელმწიფოს არათუ სიმბოლურ ფასად, არამედ სრულიად უსასყიდლოდ, მილიარდზე მეტი ღირებულების საუკუნის პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადასცა
„იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ღებულობდნენ უნივერისტეტებს სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან და რა პასუხი გაეცა ამას ბატონი ივანიშვილის მხრიდან, მართლაც რომ უპრეცედენტო, მილიარდზე მეტი ინვესტიცია, რომლითაც უნივერსიტეტი აშენდა“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკუნის პროექტია, რომელის სახელმწიფოს უსასიდლოდ გადაეცა.
„ ეს არის მართლაც რომ საუკუნის პროექტი. თამამად შეიძლება ამის თქმა და რაც გაკეთდა მომავალში სრულიად უსასყიდლოდ, არათუ სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოს. აი ეს არის შედარება და აქვე კიდევ ერთ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი ძველსა და ახალს როდესაც ვადარებთ: შუაგულ თბილისში, მოგეხსნებათ, გაყიდული იყო იპოდრომი და იქ იგეგმებოდა სხვადასხვა მშენებლობის განვითარება, უბნის აშენება და ა.შ. ამ ადამიანმა გამოისყიდა ეს ტერიტორია და დღეს, თბილისში შენდება მართლაც რომ უნიკალური ცენტრალური პარკი, რომლითაც დარწმუნებული ვარ არა მარტო თბილისლები, არამედ მთელი საქართველო იამაყებს. სწორედ ამაშია ძირითადი სხვაობა“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...