პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია

Read Time:42 Second

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე, ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი, – ამის შესახებ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადეს.

მათივე ცნობით, სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ორი დარღვევა დაადგინა, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და სასამართლო პროცესის დახურვასთან არის დაკავშირებული.

„შესაბამისად, გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. რაც შეეხება დარღვევებს, შესაბამისი უწყებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ამასთან ერთად, მამალაძეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, ხოლო კომპენსაციის სახით მოთხოვნილი დაახლოებით, 800 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა
Next post ირაკლი კობახიძე: ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია – ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპიზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს