ირაკლი კობახიძე: ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია – ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპიზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს

Read Time:39 Second

საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის მომხრე და მხარი დავუჭირეთ ამ კანონპროექტს, რაც შეეხება ოპოზიციას, სწორედ ის არის ოლიგარქიზაციის მომხრე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სუბიექტური სურვილია, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა.

„საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც კორუფციის გზით იშოვეს ბევრი ფული, ასეულობით მილიონი. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელს ითბობდნენ სისხლიან რეჟიმზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მიზანი და სწორედ აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს ამ კანონს მხარი. ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური – ის ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, მოლდოვასა და აშშ-ში. ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია. ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპოზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია
Next post ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა