ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა

Read Time:39 Second

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ საშუალება, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა.

ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ეს განცხადება უკრაინელების მიერ ხერსონზე კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ოპტიმისტურია.

ბოლო დღეებში უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში, თუმცა წინსვლა შენელდა, რასაც უკრაინის გენშტაბში შემოდგომის დადგომით, გზების გაუარესებული მდგომარეობითა და მობილიზებული რუსი მოქალაქეების ფრონტზე ჩასვლით ხსნიან. როგორც „როიტერი“ იუწყება, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რუსები ხერსონში ზოგიერთ ბლოკსაგუშაგოებს ტოვებენ და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. ამასთან, როგორც მედია წერს, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ხერსონში მდებარე საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა გაქრა, თუმცა არაა გამორიცხული ეს რუსების მანევრი იყოს, რათა ცრუ წარმოდგენა შეუქმნას უკრაინელებს, რომ ქალაქში შესვლა უსაფრთხოა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია – ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპიზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს
Next post სტრასბურგის სასამართლო – გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში