ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა

Read Time:33 Second

ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ბუნებრივია არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, შეფასებასაც გავაკეთებ, როგორც იურისტი. გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. რატომ? იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია და დაიწყეს მისი ძარცვა. 7 მილიონით გაძარცვეს კომპანია, ეს დაადგინა სასამართლომ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებონ და სათანადო ინსტანციებს მიმართონ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი სახეზეა. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა, ოპოზიცია აქაც ახერხებს ამას“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციაზე: ჩვენი ოპონენტების აზრით, ოლიგარქის განმარტება უკრაინაში უნდა იყოს სხვა და საქართველოში – სხვა
Next post პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია