მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციაზე: ჩვენი ოპონენტების აზრით, ოლიგარქის განმარტება უკრაინაში უნდა იყოს სხვა და საქართველოში – სხვა

Read Time:1 Minute, 3 Second

ჩვენი ოპონენტების აზრით, გუშინ და გუშინწინ, პირობითად, რაშიც მონაწილეობდა სააკაშვილი და რა კანონიც შექმნა უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეს კარგია უკრაინაში და არ ვარგა საქართველოში. წარმოიდგინეთ, არათუ მხარი არ დაუჭირეს, წინააღმდეგ მისცეს ხმა იმ კანონპროექტის განხილვისას, რომელიც ძალიან კარგია უკრაინაში და საქართველოში არ ვარგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მათი აზრით, ოლიგარქის განმარტება უკრაინაში უნდა იყოს სხვა და საქართველოში – სხვა. კონკრეტული სახელი და გვარი თუ არ ჩაიწერება, მათ არანაირი კანონი არ მოეწონებათ. ეს სამართლიანი იქნება თუ უსამართლო, უკრაინული მოდელის პირდაპირი თარგმანი იქნება თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. არანაირი ცვლილება არ შეგვიტანია, რომ ამას არ მოჰყოლოდა სპეკულაციები. პირდაპირ თარგმანზეც კი მისცეს წინააღმდეგ ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სამართალი და კანონი არ აინტერესებდათ წარსულში, არ აინტერესებთ ახლაც და, როგორც ჩანს, არც მომავალში დააინტერესებთ. მათ აშინებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის ჩაწერა უნდათ პირდაპირ. შემიძლია ეჭვი გამოვთქვა, რომ მათ თავიდანვე ვერც კი წარმოედგინათ, რომ ჩვენ სიტყვასიტყვით ვთარგმნიდით უკრაინულ კანონს და ამას მივიღებდით. როცა ეს გავაკეთეთ, მათ სხვა გზა აღარ დარჩათ და წავიდნენ ამის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ობიექტური კრიტერიუმები ერგება სხვებს. კონკრეტულ სახელზე არცერთი კანონი არ უნდა მოერგოს. როცა ისინი ფიქრობენ, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ უნდა შექმნან კანონი, მათთან არანაირი არგუმენტი არ გაჭრის. პრაქტიკულად, მათ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – აცხადებს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – გაიხსენეთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია პრეზიდენტს, ვფიქრობ, ზურაბიშვილი მინიმალურ პატივისცემას მაინც გამოხატავს ინსტიტუტის მიმართ და გამოირიცხება შეწყალება
Next post ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა