პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

Read Time:29 Second

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოვუწოდებ მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ. გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი რეგიონისთვის ერთადაერთი მისაღები მომავალია“ – წერს ზურაბიშვილი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან შეხვედრას განაგრძობს.
Next post გიორგი გახარია: ნელ-ნელა, მთაში მიგრაციული პროცესები შეჩერდა და ადამიანები მთას უბრუნდებიან