პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის

Read Time:29 Second

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტში შედის.

მოგვიანებით ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით, სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „DRG“ მეთოდით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფისა და „ DRG“ წონის მიხედვით გამოითვლება ტარიფი კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან იქ მკურნალობისა და გაწერის ჩათვლით“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ ყიფიანი: ილჰამ ალიევის ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ
Next post ვიქტორ ყიფიანი: ევროპული საბჭო ჩვენი რეგიონის მიმართულებით იხედება, ამიტომ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ევროპის ინტერესებში შედის